გორდიონი – ფრიგიის საიმპერატოროს დედაქალაქი ანტიკურ ხანაში და თურქეთის უძველესი არქეოლოგიური ქალაქი, რომელიც ამჟამად, ანკარის პროვინციაში, ფოლათლის რაიონში მდინარე საქარიასთან მდებარეობს. გორდიონი წელს საუდის არაბეთში, რიადში გამართულ სხდომაზე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) „მსოფლიო მემკვიდრეობად“ გამოაცხადა და იგი მეოცე ადგილზეა სიაში.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია უძველელეს ქალაქ გორდიონსგანსაზღვრავს, როგორც „მრავალფეროვან ისტორიულ დასახლებას, რომელიც მოიცავს უძველეს დედაქალაქ ფრიგიის ნანგრევებს“, იუნესკო დასძენს: “არქეოლოგიურმა გათხრებმა და ადგილზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ნათელი მოჰფინა ფრიგიის კულტურასა, ისტორიასა და ეკონომიკას”. მასშიიკითხება მრავალფეროვანი ცივილიზაციების ნაზავი, რომელმაც თავისი ისტორიული კვალი დატოვა ანატოლიის მიწებზე. აღსანიშნავია, რომ ქალაქი იყო მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
ჩატარებული კვლევების შედეგად დგინდება, რომ ამ რეგიონში პირველი დასახლებები 4500 წლის წინ გაჩნდა.
უნდა ჩამოვთვალოთ თურქეთის ის კულტურული ღირსშესანიშნაობები, რომელბიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შყვანილი: გორემესეროვნული პარკი და კაბადოკია, დივრიგი დიდი მეჩეთი, სტამბოლის ისტორიული უბნები, ხეთების დედაქალაქი, ნემრუთ– დაღი, იერაპოლისი-ფამუქქალე, ქსანთოსი-ლეტონი, ქალაქი საფრანბოლუ, ტროას არქეოლოგიური ადგილი, სელიმიეს მეჩეთი, ჩათალჰოიუკის ნეოლითური ადგილი, ბურსა და კუმალიკიზიკი, ბერგამა და მისი მრავალშრიანი კულტურული ხედი, დიარბაქრისსასახლე, ეფესო, ანის არქეოლოგიური ადგილი. აფროდიზია, გობექლი თეფე, არსლანთეფეს ბორცვი, გორდიონი და შუა საუკუნეების ანატოლიის ხის ჰიპოსტილის მეჩეთები.