თურქეთის ოტელიერთა ასოციაცია ინიციატივით გამოდის, რომ Аll inclusive-ს ფასიანი სერვისები დაემატოს.

ინიციატივის მიხედვით, სასტუმროს შესაძლებლობა მიეცემა დამატებითი გადასახადი დააწესოს მაგალითად სასტუმროს ნომერში ინტერნეტისათვის, საბავშვო და სპორტული მოედნების გამოყენებისათვის, სადილზე სასმელისათვის, ჰამამით სარგებლობისათვის და ასევე ნომერში ყოველდღიურად სასმელი წყლის მიწოდებისათვის.

აღნიშნული ინიციატივის მიზეზად კი შემოსავლის სწრაფი ზრდის სურვილი სახელდება, რომელიც ბოლო წლებში ძალიან ნელა იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება, მათ მიერ გაწეული ხარჯი მცირდება. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ტურისტები დამატებით თანხებს აღარ ხარჯავენ იმ სერვისებში, რომელსაც სასტუმროში Аll inclusive სერვისი ითვალისწინებს.

ასოციაციის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ტურისტების შემთხვევაში 1 უცხოელი ტურისტის ხარჯმა საშუალოდ 723 დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში იგივე მაჩვენებელი 636 დოლარი, ხოლო მესამე კვარტალში – 612 დოლარი იყო.