ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 10 თვის მონაცემებით, 129,426 ტურისტს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის 54%-ს შეადგენს და 24%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი –  101,590 ტურისტი).

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი დღითიდღე მატულობს. ათი თვის მონაცემებით, ჩვენი აეროპორტით 512, 386 მგზავრმა ისარგებლა. საგულისხმოა, რომ აქედან 54 % საერთაშორისო მოგზაურია, რომელიც ტურისტული მიზნებით შემოდის საქართველოში. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშოები”,- აცხადებენ ,,საქართველოს საქართველოს გაერთიანებაში“.

ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება.