თურქეთში, 2019 წლის ივლისის მონაცემებით, 57 სასტუმროთა ქსელი ფუნქციონირებს, საიდანაც 44 ადგილობრივია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სასტუმროთა ასოციაცია (TÜROB) ავრცელებს.
საუბარია 3-4 ვარსკვლავიან სასტუმროთა ქსელებზე, დასძენენ TÜROB-ში. საერთო ჯამში კი თურქეთის ტერიტორიაზე 628 სასტუმროთა ქსელი ოპერირებს, რომლებიც მთლიანობაში 45 450 სასტუმრო ნომერს აერთიანებს.
TOP-5 უმსხვილეს სასტუმროთა ქსელს Wyndham Hotels-ი ლიდერობს, რომელიც 76 სასტუმროს და 11 160 სასტუმრო ნომერს აერთიანებს. მეორე ადგილზეა Hilton Worldwide – 63 სასტუმროთი, რომელიც თავის მხრივ 12 674 სასტუმრო ნომერზეა გათვლილი. სიდიდით მესამე ადგილზეა სასტუმროთა ქსელი Accor-ი, რომელიც 48 სასტუმროს და 11 158 სასტუმრო ნომერს აერთიანებს.
მეოთხე პოზიციაზე Marriott-ის სასტუმროთა ქსელია. ის თურქეთის ტერიტორიაზე 29 სასტუმროს ფლობს და 5616 სასტუმრო ნომერს მოიცავს.
TOP-5-ში ბოლო პოზიციაზეა Intercontinental Group-ი. თურქეთში Intercontinental Group-ი 27 სასტუმროს ფლობს, სადაც 4 660 სასტუმრო ნომერია.