საქართველოში ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ახლო მომავალში საზოგადოება დადებით სიახლეს შეიტყობს.

„უახლოეს დღეებში ძალიან კარგ სიახლეებს გაიგებთ ჩვენგან. არ დავასწრებ მოვლენებს”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

წყარო: 1tv