დაივინგი- ეს არის აქტივობა, რომელიც  შესანიშნავი მეთოდია განტვირთვისთვის და ამას გარდა, კარგი საშუალება წყალქვეშა სამყაროს შესასწავლად. სწორედ ამ აქტივობისთვის განკუთვნილი უამრავი ადგილი არსებობს თურქეთში, რომლებიც დაივინგის მოყვარულებს აძლევს საუკეთესო  შესაძლებლობას, დაათვალიერონ წყლის ქვეშ არსებული  ფლორა და ფაუნა და „აღმოაჩინონ“  იქაური სამყარო.

ჩანაქქალე

ჩანაქქალე (Canakkale)  – დასავლეთ თურქეთის  პროვინცია, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ  ისტორიული ადგილები, როგორიც არის მაგალითად, ტროას ნანგრევები, გალიპოლი და სხვ.  ასევე თქვენ ნახავთ  ედრემითისა და ბეჯას ეროვნულ პარკებს, რომელთა სილამაზეც საოცრად აღგაფრთოვანებთ. დაივინგის მოყვარულთათვის აქ მნიშვნელოვნად არის მოწყობილი ადგილები, სადაც შეძლებთ საუკეთესოდ შეისწავლოთ წყალქვეშა სამყარო. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ულამაზეს ადგილში  კულტურა, ისტორია და ბუნება ერთმანეთთან არის შერწყმული.

ქაში

ანტალიაში, თურქულ რივიერაში შეხვდებით თურქეთის ყველაზე პოპულარულ სადაივინგო ადგილებს, რომლებიც ყურადღებას იპყრობენ თავიანთი ფერადი წყალქვეშა ფაუნითა და კლდოვანი ნაწილებით. სწორედ ასეთი ადგილია ქაში –  ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უმდიდრესი ტურისტული რეგიონი, რომელიც არამარტო თურქეთში, არამედ მსოფლიოშოი 10 საუკეთესო სადაივინგო ადგილს შორისაა. იგი მყვინთავებს უნიკალურ გამოცდილებას აძლევს ენდემური სახეობების დასაკვირვებლად, ასევე შეძლებთ ნახოთ ზღვის სელაპები, კუები და ა.შ თუ გსურთ, რომ ქალაქში გატარებული დრო გახადოთ ორმაგად განსაკუთრებული, მაშინ უნდა დააგემოვნოთ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოც, სადაც დაგხვდებათ უგემრიელესი დელიკატესები.

ბოდრუმი

ბოდრუმი კიდევ ერთი შეუცვლელი მარშრუტია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს თურქეთის “წყალქვეშა სიმდიდრე”.  აქ  ცხოვრობს მრავალი ცოცხალი არსება, როგორიცაა თევზი, რვაფეხა, ზღვის კუები, ასევე ნახავთ  ფერად წყალმცენარეებს, ზღვის ბალახს და სხვ.  ამასთან, რეგიონში არის 20 სადაივინგო წერტილი, სადაც ჩანს უამრავი ნანგრევი,  რომლებიც არსებული ცნობით, უძველეს პერიოდს განეკუთვნება.  აქ თბილი და სუფთა ზღვა, ასევე რბილი კლიმატი მშვენიერ პირობებს ქმნის მათთვის, ვინც წყლის სპორტით არის დაკავებული. წყალქვეშ ცურვის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ ადგილობრივი რიფები, წყალქვეშ მდებარე გამოქვაბულები და ფერდობები შეისწავლონ. ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს ბარდაქჩის, ჰუმბეთის, ორთაქენდის, იალიზის, ქარაინჩირისა და ბაგლას პლაჟები. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დასავლეთით თქვენს ყურადღებას მიიქცევს გუმუსლუქის (Gumusluk), იალიქავაქისა (Yalikavak) და თურგუთ რეისის (Turgut reis) პლაჟები.

საბოლოოდ, ბოდრუმი შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის ერთ-ერთ ყველაზე საუცხოო ადგილად ითვლება, სადაც მოგზაურობა ნამდვილად ღირს.

ფეთიე – ნამდვილი წყალქვეშა სამოთხე

ფეთიე (თურქეთი) – ქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების გადაკვეთაზე. ფეთიე „აღმოცენდა“ ულამაზესი ყურის სანაპიროზე, რომელიც გარშემორტყმული იყო მთის ფერდობებით, კედრებითა და ფიჭვებით. კურორტს თითქმის ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ უცხოელი ტურისტები. მისი მზარდი პოპულარობა უკავშირდება არა მხოლოდ მისი ხელუხლებელი ბუნების სილამაზეს, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც. ფეთიეში არის მოწყობილი ულამაზესი სადაივინგო ადგილები, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის “აკვარიუმის” ყურე (Aquarium Koyu), რომელიც ბოლო წლებში დაცულ ზონად გამოცხადდა. იგი გამოირჩევა წყალქვეშა მრავალფეროვნებით, სადაც უამრავი წყლის ცხოველები და მცენარეებია. ფეთიე ცნობილია ასევე ულამაზესი პეპლების ველით, სადაც 80-ზე მეტი პეპლის სახეობა არსებობს.