ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-მა მილანის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება დაიწყო. როგორც მილანის ბერგამოს აეროპორტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, თბილისი მილანის აეროპორტისთვის რიგით 143-ე მიმართულებაა.

Georgian Airways-ი 23 ივნისიდან თბილისი-მილანი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განახორციელებს.

რეისები Boeing 737-700-ით სრულდება, რომლის 133 ადგილზეა გათვლილი, საიდანაც 12 ბიზნეს კლასია, ხოლო 121 ადგილი ეკონომ კლასი.