მსოფლიოში ზაფხულის ცხელი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მიმარულება, ცხადია, თურქეთი და მისი კურორტებია. ჩვენი მოსახლეობის ინტერესი თურქეთის მიმართ განაპირობა ქვეყნის ადგილმდებარეობამ, მისაღებმა ფასებმა, კომფორტულმა კურორტებმა და კლიმატმა.
კუშადასი
კუშადასი- საკურორტო ქალაქი დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. იგი მდებარეობს თურქეთის ზღვისპირა რაიონის ცენტრში და შედის აიდინის პროვინციის შემადგენლობაში. ქალაქ აიდინის შემდეგ, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქია საკუთარ პროვინციაში. მას ზაფხულის განმავლობაში ჰყავს უამრავი ტურისტი და არის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი თურქეთში ტურისტების რაოდენობის მიხედვით. იგი ესაზღვრება მუღლასა და იზმირის პროვინციებს. კუშადასი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. კურორტზე ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენი დასვენება და მოგზაურობა იყოს იდეალური. აქ არის ტიპური ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად თბილი ზამთრით, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ საზღვაო ტურისტულ სეზონს. ქვიშიანი სანაპიროები, თბილი და ფირუზისფერი ზღვის წყალი, მრავალფეროვანი გასართობი საშუალებები, როგორებიცაა: წყლის თხილამურები, ნაოსნობა, სერფინგი, დაივინგი, ხელბურთი სანაპიროზე – ეს ის უპირატესობებია, რომლებიც კუშადასს ტურისტულად მიმზიდველ რეგიონად წაროაჩენს. შეგიძლიათ ისიამოვნოთ იახტებითა და გემებით, პანორამული ხედებითა და მზის ჩასვლის დაუვიწყარი სანახაობით. რესტორნებსა და ღია კაფეებში კი ადგილობრივი კერძების დაგემოვნება არ დაგავიწყდეთ.
მარმარისი
მარმარისი არის ულამაზესი ქალაქი დასავლეთ თურქეთში, მუღლის პროვინციაში, რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და შეიძლება ითქვას, რომ იგი არის ერთ-ერთი უდიდესი შემოსავლის წყარო თურქეთში, რადგან აქ ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩამოდის. მარმარისი ულამაზეს ყურეში მდებარეობს, იქ, სადაც ერთმანეთს ერწყმის ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვები. მარმარისი არის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დიდი და საინტერესო ქალაქი. მისი დევიზია „ყველაფერი ტურისტებისთვის“. ის გამორჩეულია ულამაზესი ბუნებით, სადაც არის მთიანი ლადშაფტი ფიჭვნარი, აკაციის ხეები და რაც მთავარია ქვიშიანი, კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი. მარმარისს სანაპირო ზოლი თურქეთის კურორტებს შორის ყველაზე გრძელია. სანაპიროსთან ახლოს განლაგებულია კაფეები, ბარები, კლუბები. თითოეული რესტორნიდან და კაფედან ულამაზესი ხედი იშლება. უამრავი იახტა და მცირე ზომის საექსკურსიო გემები მარმარისში დამსვენებლებს სთავაზობს დაუვიწყარ ვოიაჟს. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ სხვადასხვა აქტოვობით, რაშიც შედის დაივინგი, სერფინგი, ნაოსნობა და სხვ.