გერმანიის უმსხვილესი ავიაკომპანია Lufthansa-ს შვილობილმა, უკვე განახლებულმა Discover Airlines-მა ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებიდან სხვადასხვა კურორტების მიმართულებით ფრენები დაიწყო.

გადამზიდავი თავდაპირველად 2021 წელს დაარსდა და Eurowings Discover-ის სახელწოდებით ოპერირებდა, თუმცა, ამ სახელმა მგზავრებში დიდი დაბნეულობა გამოიწვია, რადგან Lufthansa-ს უკვე გააჩნდა დაბალბიუჯეტიანი შვილობილი კომპანია Eurowings-ი.

განახლებული Discover Airlines-ის თვითმფრინავის ახალი დიზაინი აქვს, რომელსაც აწერია discover-ი. საჰაერო ხომალდის ძირითადი ფერებია თეთრი, ლურჯი, ცისფერი და ყვითელი. ისინი განასახიერებენ ცას, ჰორიზონტს, ზღვას, მზეს და სანაპიროს.

„ახალი დიზაინი შთაგონებულია ფერებითა და ელემენტებით, რომლებიც აღძრავს შვებულების მოგონებებს და ასევე მოგზაურობის სურვილს“, – აღნიშნავენ Discover Airlines-მა.

უახლოეს თვეებში, გარდა ახალი ფერებისა, ავიაკომპანიის თვითმფრინავები განახლებულ სტილისტიკით ახალ სალონებს მიიღებენ.

ორი წლის განმავლობაში Discover Airlines-მა შეავსო ფლოტი 22 თვითმფრინავით და გააფართოვა ქსელი 60 მარშრუტამდე.

ავიაკომპანია მომავალი წლისთვის ფლოტის 6 თვითმფრინავით გაზრდას გეგმავს. ისინი განთავსდება ფრანკფურტში და მიუნხენში. ამ გაფართოების წყალობით, Discover Airlines-ის მარშრუტების ქსელი გერმანიის ორი საბაზო აეროპორტიდან 73 მიმართულებამდე გაიზრდება.