მსოფლიო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა ივლისში წლიური თვალსაზრისით 26,2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.

საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29.6%-ით გაიზარდა, შიდა კი – 21.5%-ით. 2019 წლის ივლისთან შედარებით, გლობალური სამგზავრო მიმოსვლა 4.4%-ით შემცირდა, საერთაშორისო – 11.3%-ით, შიდა – 8.3%-ით გაიზარდა.

IATA-ს მონაცემებით, გლობალური სამგზავრო მიმოსვლის ყველაზე ძლიერი ზრდა წლიური თვალსაზრისით დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (+67,1%). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე აფრიკაში (+25%) და ახლო აღმოსავლეთში (+21,9%). ოდნავ სუსტი ზრდა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაში (+15.5%), ჩრდილოეთ ამერიკაში (+13.2%) და ევროპაში (+11.7%).