თურქეთის აეროპორტები 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 155 მილიონ 885 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 45,7 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სექტორში დიდი ინვესტიციები განხორციელდა, რამაც ქვეყანა საერთაშორისო სატრანსპორტო ცენტრად აქცია.
კარაისმაილოღლუმ აღნიშნა, რომ 10 თვეში თურქეთში ფრენების რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებლის 96 პროცენტს მიაღწია, რაც ქვეყნის საჰაერო მიმოსვლის რეკორდული მაჩვენებელი გახდა.
უშუალოდ 2022 წლის ოქტომბერში, თურქეთში შიდა მარშრუტებზე მგზავრთნაკადმა 6 მილიონი მგზავრი შეადგინა, საერთაშორისო რეისებზე – 10 მილიონ 995 ათასი.
ქვეყნის უდიდესი საჰაერო ნავსადგური – სტამბულის აეროპორტი ოქტომბერში 5 მილიონ 974 ათას მგზავრს მოემსახურა.