თურქეთი სავსეა დაუვიწყარი გამოცდილებებით. მისი მდიდარი კულტურა, ულამაზესი ღირსშესანიშნავი ადგილები და სამზარეულო თითოეული ტურისტს აღაფრთოვანებს. რა თქმა უნდა, ზღვისპირას დასვენება და კურორტების არჩევა ერთ-ერთი ხშირად განხილვადი საგანია, ამიტომაც წარმოგიდგენთ თურქეთის ყველაზე პოპულარულ კურორტებს, სადაც საოცარი საზღვაო დასვენერბა გელოდებათ.
ანტალია
ანტალია სიდიდით მეხუთე ქალაქია თურქეთში. მას ტურისტები “თურქული რივიერას” გულს უწოდებენ. ტურისტები ძირითადად მის საკურორტო ზონაში ისვენებენ , ვიდრე თვითონ ქალაქში. საკურორტო ზონა რამდენიმე ნაწილად, სანაპიროდ იყოფა: სიდე, ალანია, ქემერი და ბელეკი. ანტალიის კურორტები გამოირჩევა ხალხმრავლობით, ხმაურიანი ღამეებითა და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამებით, ამიტომ კურორტი ძირითადად ორიენტირებულია ახალგაზრდებზე და აქტიურ ტურისტებზე. აქ გარდა ამისა, არქეოლოგიურ ექსპედიციაში გამგზავრებაც შეგიძლიათ, ანუ მოინახულოთ ადგილები, რომლებიც ისტორიულ წარსულში გამოგზაურებთ.
ანტალიის ყველაზე პოპულარულ სანაპიროდ შეიძლება დავასახელოთ „Konyaaltı“, რომელიც იმავე სახელწოდების რაიონის მიმდებარედ არის განლაგებული. ამ მრავალფეროვნების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ანტალია ყოველწლიურად მასპინძლობს მილიონობით ტურისტს.გარდა ამისა, არქეოლოგიურ ექსპედიციაში გამგზავრება ძველ ქალაქებში, როგორიცაა ოლიმპოსი, ლაშქრობა ლიკიის ბილიკზე,
მუღლა
მუღლა თურქეთში არის ერთ-ერთი პროვინცია, რომელსაც გრძელი სანაპირო ზოლი აქვს. ეს მის პოპულარობას კიდევ უფრო განამტკიცებს. მუღლას პროვინციაში შედის ასევე შემდეგი კურორტები – ფეთჰიე, დატჩა, მარმარისი, გოჩეკი და ოლუდენიზი. ამ კურორტებზე უამრავი ღირსშესანიშნაობაა, ნახავთ ანტიკურ ქალაქბს, ულამაზეს ბუნებას, საინტერესო შენობებს და სხვ.
უნდა აღვნიშნოთ კურორტი ბოდრუმიც, სადაც მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი ჰალიკარნასის მავზოლეუმი მდებარეობს. საგულისხმოა ისტორიული ძეგლი ამფითეატრი– ეს ანტიკური ისტორიის მონუმენტია, აგებული მე-4 საუკუნეში. აქედან მთელი ბოდრუმის ულამაზესი ხედები იშლება. ამ კურორტზე სეზონი ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე სხვა დასასვენებელ ადგილებში. აქ ცხელა მაისშიც, სექტემბერშიც და ოქტომბერშიც. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დაისვენებთ ხალხმრავლობის გარეშეც.
სტამბოლი
სტამბოლი არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულება, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებსა და გამოცდილებას. ქალაქში მრავალი კულტურული ძეგლი, მათ შორის ბრწყინვალე აია სოფია , ბაზილიკის ცისტერნა, თოფქაფის სასახლე და სულთან აჰმედის მეჩეთი მდებარეობს. აღსანიშნავია სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თოფქაფის სასახლის კომპლექსის ბაღში მდებარეობს. იგი უნდა ნახოს ყველამ, ვინც დაინტერესებულია თურქეთის უძველესი არქეოლოგიური მემკვიდრეობებით. სტამბოლში მოგზაურობა არ იქნება სრულყოფილი, თუ არ მოინახულებთ მის მრავალსაუკუნოვან დიდ ბაზარს. აქ ნახავთ თითქმის ყველაფერს – ოქროს ნაკეთობებს, სამკაულებს, სუვენირებს, სხვადასხვა სახის სანელებლებს, ჩაის, ყავასა თუ ტკბილეულებს.
ქალაქში სეირნობისას თავად მიხვდებით, რომ ძალიან მრავალფეროვანია კერძებისა და სასმელების კულტურა. აქ სულ სხვა ხიბლი აქვს ქუჩის კერძებს, რომელთა დაგემოვნებასაც ტაქსიმის მოედანზე შეძლებთ.