თურქეთი ტურისტებს COVID-19-ის რისკისგან იცავს. ქვეყანა ტურისტებს დაზღვევის გაფორმებას შესთავაზებს, თუკი მათ მოგზაურობის პერიოდში ვირუსი აღმოაჩნდებათ.
“დაფარვა დამოკიდებულია არჩეულ პაკეტზე. 7-დღიანი პაკეტის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულება 15 ევროა და ის – მოიცავს 3 ათასი ევროს დაფინანსებას, 19 ევროიანი პაკეტი – 5 ათასი ევროს, 23 ევროიანი პაკეტი კი მკურნალობის ხარჯებს 7 ათასი ევროს მოცულობით დაფინანსებას”, – აცხადებს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმედ ნური ერსოი.
მისი თქმით, დაზღვევის ახალი სისტემა ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ისე ტუროპერატორებთან ავიაბილეთის შეძენისას. სადაზღვეო პაკეტის ყიდვა შესაძლებელია თურქეთის აეროპორტებშიც.