თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მეჰმედ ნური ერსოის განმარტებით, ქვეყნის მსხვილ აეროპორტებში 1-ლი ივლისიდან COVID-19-ზე ტესტირების ცენტრები მზად იქნებიან, რომ ტურისტების შემოწმება მოახდინონ. მინისტრის თქმით, 1-ლი ივლისისთვის მსგავსი ცენტრები იფუნქციონირებს სტამბოლის ანტალიის, იზმირის და დამანის აეროპორტებში. ხოლო ქვეყნის სხვა აეროპორტებში მსგავსი ცენტრები უკვე 15 ივლისიდან გაიხსნება.

მინისტრის თქმით, თურქეთში ჩამოსულ ყველა ტურისტს ჩაუტარდება თერმოსქრინინგი, თუმცა თუ კი მათი ტემპერატურა 37.8 გრადუსის დონეზე ან უფრო მაღლა დაფიქსირდება, ასეთ მგზავრს აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულ ტესტირების ცენტრებში COVID-19-ზე ტესტს გაუკეთებენ.