თურქეთი ტურისტების მისაღებად ემზადება. ქვეყანა მაისი ბოლოდან შიდა ავიამიმოსვლას გახსნის, ხოლო ივნისიდან კი საერთაშორისო რეგულარულ ფრენებსაც აღადგენს. 

რაც შეეხება სასტუმროებსა და კვების ობიექტებს, COVID-19-ის ფონზე რესტორნები მკაცი რეკლამენტით იხელმძღვანელებენ, რათა ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და ვირუსის გავრცელება თავიდან აცილებული. საუბარია სოციალური დისტანციის დაცვაზე და ასევე მკაცრი ჰიგიენური ნორმების დაწესებაზე. უკვე ცნობილია, რომ სასტუმროებისა და რესტორნების პერსონალი სპეციალური გადამზადების კურსებს გაივლიან.

სასტუმროებსა და რესტორნებს უარის თქმა მოუწევთ ე.წ. შვედურ მაგიდაზე. სასმელი და საკვები პროდუქტი სტუმარს მიეწოდება რესტორნის თანამშრომლის მხრიდან ინდივიდუალურად. 

COVID-19-ის პანდემიამდე თურქეთი 58 მლნ ტურისტს პროგნოზირებდა, თუმცა დღეის მონაცემებით ქვეყანაში სასტუმროების 60%-ის გახსნა იგეგმება ისიც გარკვეული შეზღუდვებით.