უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი საქართველოს მიმართულებით სპეცრეისს განახორციელებს. COVID-19-ის პრევენციის მიზნით საქართველოსა და უკრაინის მიერ რეგულარულ ფრენებზე დაწესებული დროებითი შეზღუდვებს შემდეგ, SkyUp Airlines-სთვის ეს კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე, რიგით მეორე სპეცრეისია, რომელსაც ავიაკომპანია 16 მაისს განახორციელებს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით, SkyUp Airlines-ის საჰაერო ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16 მაისს 10:50 საათზე მოფრინდება, ხოლო გაფრენის კრაფიკი 11:50 საათია. 

მიუხედავად იმისა, რომ SkyUp Airlines-ი სულ რაღაც 2 წლის კომპანიაა, ის საქართველოს ავიაბაზარზე თანდათან უფრო მეტ მგზავრს ემსახურება და საქართველო კომპანიისთვის ერთ-ერთი პირველ მიმართულებად მიიჩნევა. უკრაინასა და საქართველოში რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ კი SkyUp Airlines-ი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოში თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ისევ განაახლებს.

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა მოხდება ეტაპობრივად. თუმცა მანამდე საავიაციო ხელისუფლებას და აეროპორტებს გარკვეული სამუშაოების წარმოება მოუწევთ. უფრო კონკრეტულად კი საჭირო და აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა, როგორც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, ისე აეროპორტებში.

უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან ოპერირების განახლებაზე და ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე. ასევე დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობაში საქართველოს ინტეგრირება და ამ ფონზე საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია „საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“- წარმოება.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მესამედ, 23 მაისამდე გადაავადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი განახლებული NOTAM-ის გამოცემა, მას შემდეგ დასჭირდა რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, Georgian Airways-ი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს.