თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია (TURSAB) სასამართლოში უჩივლებს იმ კომპანიებს, რომლებიც თურქული ტურისტული ობიექტებს ონლაინ დაჯავშნას ახდენენ.

TURSAB-ის ინფორმაციით, იმ კომპანიებსა და სისტემებში, რომელსაც ასოციაცია უჩივლებს არის: Skyscanner, Agoda, Expedia და Airbnb. მთლიანობაში კი ასოციაცია სასამართლოში 20 კომპანიაზე მეტის წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სტამბოლის სასამართლომ Booking.com-ს თურქეთის ტერიტორიაზე ოპერირება აუკრძალა.