თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, თურქეთი ადგილობრივი წარმოების ვაქცინის გამოყენების დაწყებას ზაფხულის ბოლოსთვის გეგმავს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი პირველი ვაქცინა მზად იქნება აგვისტო-სექტემბრისთვის“, – აღნიშნა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ფაჰრეთინ ქოჯას თქმით, გლობალურ დონეზე ვაქცინების წარმოებისას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხი პრობლემა არ უნდა იყოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ვაქცინების მწარმოებელ ქვეყნებს შორის არ ვართ, მინდა აღვნიშნო, რომ ვაქცინების ნაწილს, რომელიც მივიღეთ, სხვადასხვა ქვეყანას ვუნაწილებთ, რათა ჯანდაცვის მუშაკების აცრისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიაში ამჟამად 18 თურქული კანდიდატი ვაქცინაა წარმოდგენილი.

წყარო:imedinews