ამერიკული ავიაკომპანია Delta Air Lines-ის Boeing 757-200 (საბორტე ნომრით N615DL), რომელიც სოლტ ლეიკ სიტიდან მემფისის მიმართულებით ასრულებდა ჩარტერულ რეისს, ფრინველებთან შეჯახების გამო უკან დაბრუნდა.

თვითმფრინავმა მნიშვნელოვანი დაზიანება ცხვირის კონუსსა და მარცხენა ძრავაზე მიიღო.

ბორტზე NBA-ს Utah Jazz-ის კალათბურთის გუნდი იმყოფებოდა.