იმისათვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ 2019 წლის ნიშნულს ამისთვის უმნიშვნელოვანესია  ვაქცინაცია, მაგრამ თუ ეს პროცესი ეფექტურად არ წარიმართება საქართველო 2019 წლის ნიშნულის მიღწევას შეძლებს მხოლოდ 2023 წელს, აცხადებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი ალპერ ერსოი გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას. როგორც ერსოი განმარტავს, ადამიანები დაიღალნენ ჩაკეტილობით და  მოგზაურობა სურთ.

„ვფიქრობ, რომ პირველ რიგში სრული სურათი უნდა შეიქმნას, იმისა თუ რა გავლენა იქონია  Covid 19-მა ავიციის სექტორზე. ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის კრიზისული მოვლენები იყო ავიაციის სფეროში, როგორიცაა ტერორისტული აქტები, ვულკანის ამოფრქვევა, მაგრამ Covid 19-ის შედეგად შექმნილი კრიზისი სრულად განსხვავდება სხვა მოვლენებისგან, რადგან სხვა კრიზისების დროს არ დაკეტილა ქვეყნების საზღვრები და აეროპორტები. კარგად გვახსოვს, რომ მთელი მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას და არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა დღეს უკვე ვიცით როგორ ვებრძოლოთ პანდემიას, მთავრობები მაქსიმალურ ზომებს იღებენ, რომ ხელი შეუშალონ პანდემიის გავრცელებას და უნდა ითქვას, რომ გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოში. იმისათვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ 2019 წლის ნიშნულს ამისთვის უმნიშვნელოვანესია  ვაქცინაცია, მაგრამ თუ ეს პროცესი ეფექტურად არ წარიმართება საქართველო 2019 წლის ნიშნულის მიღწევას შეძლებს მხოლოდ 2023 წელს. შესაბამისად, ვაქცინაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა დავძლიოთ პანდემია და სწრაფად დავუბრუნდეთ განვითარების ჩვეულ ტემპს.  პანდემიის დაწყების მომენტიდან ჩვენმა კომპანიამ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ დაგვეცვა როგორც მგზავრების, ასევე ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება აეროპორტის მთელს ტერიტორიაზე. ადამიანები დაიღალნენ ჩაკეტილობით და უნდათ მოგზაურობა, მაგრამ ეს უნდა იყოს მათთვის უსაფრთხო და ჩვენს აეროპორტებში დაცულია ყველა სტანდარტი იმისათვის რომ მოგზაურობა იყოს მგზავრების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ამავე დრო კომფორტული“, განაცხადა „საქმიან დილაში“ ალპერ ერსოიმ განაცხადა.