რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების გამო, TAV Georgia-ში, 2019 წლისთვის მგზავრთკანადის 12-14%-იან შემცირებას პროგნოზირებენ. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის თქმით, ივლისში მგზავრთნაკადი 14%-იანი კლება დაფიქსირდა.
“ივლისში გვქონდა მგზავრთნაკადის 14%-იანი კლება და აგვისტოში უფრო მეტი კლებაა. შესაბამისად პროგნოზი, არ ვიცი სექტემბერ-ოქტომბერი როგორ წავა, მაგრამ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, სავარაუდოდ, წლის ბოლოს 12-14%-იანი კლება გვექნება”, აღნიშნა თეა ზაქარაძემ.