ირლანდიური “ლოუქოსტერიRyanair-ი მზადაა, გარკვეული პირობებში, 2-3 წლის განმავლობაში უკრაინაში რამდენიმე ბაზა გახსნას და 20 საჰაერო ხომალდი განათავსოს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ გაა

“ჩვენ უკრაინისადმი ერთგულები ვრჩებით. სანამ უკრაინა დასავლეთისკენ იყურება, არის უზარმაზარი… ხალხის ნაკადი, რომელიც მიემგზავრებიან უკრაინაში და ან უკრაინიდან, მუშაობენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში”, – თქვა მაიკლ ო’ლირიმ.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ იანვარში Ryanair-ის გუნდი უკრაინაში მესამე თუ მეოთხე ვიზიტით იმყოფებოდა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ განიხილა ახალი მარშრუტები და ბაზები, რადგან ისინი გარკვეულწილად სხვა საქმეზე არიან გადართულნი.

“თუ რუსეთი თავს არ დაესხმება, ეს არის ქვეყანა, რომელშიც ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ბაზის გახსნას… სადღაც უახლოეს ორ ან სამ წელიწადში, ხარჯების შეთანხმების გათვალისწინებით“, – თქვა ო’ლირიმ.

მისი თქმით, თუ უკრაინის აეროპორტებიდან შეთავაზებები საკმარისად კარგი იქნება, Ryanair-ს შეუძლია ქვეყნის ხუთ აეროპორტში 15-20 თვითმფრინავი განათავსოს.