თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც ფრენის კომპენსაციაზე უარი გეთქვათ ე.წ. „ბორდინგ ფასის“ (ჩასხდომის ბარათის) არ ქონის გამო, გამოდის, რომ შობა თქვენთვის ადრე დადგა.
ევროპის იუსტიციის სასამართლოს ახალი წესების შესაბამისად, მგზავრთა უფლებებს უზარმაზარი სტიმული მიეცა. გადაწყვეტილება 24 ოქტომბრიდან დადასტურდა, რომლის მიხედვითაც, კომპენსაციის მიღებისთვის, ჩასხდომის ბარათის ქონა საჭირო აღარაა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაადვილებს შეფერხებული ფრენის კომპენსაციასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის პროცესს.
გადაწყვეტილება სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოსთვის.
ძველი წესების შესაბამისად, კომპენსაციის მიღების მოთხოვნისთვის აუცილებელი იყო ჩასხდომის ბარათის წარდგენა, რათა დაემტკიცებინათ, რომ გაფრენის დღეს ისინი ნამდვილად იმყოფებოდნენ აეროპორტში. ეს ფაქტი კი ავიაკომპანიებისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო გადახდების თავიდან ასაცილებლად.
ევროკავშირის რეგლამენტის თანახმად (N 261/2004) მგზავრებს ამჟამად უფლება აქვთ მიიღონ 600 ევრომდე კომპენსაცია 3 საათზე მეტი დაგვიანებული ან გაუქმებული ევროკავშირის მიმართულებით ან ევროკავშირიდან ფრენებისთვის, საზღვრებში, ან ევროკავშირის მიმართულებით, ან ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიების შემთხვევაში.
მომხმარებლებს, რომელთაც უარი ეთქვათ კომპენსაციაზე ჩასხდომის ბარათის არ ქონის გამო, ხელახლა შეუძლიათ კომპენსაციის მოთხოვნის განაცხადის შევსება.