კლიმატის ცვლილებაზე ავიარეისების გავლენის შესამცირებლად კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი იდგმება. აპლიკაცია App in the Air-დან დაჯავშნილ თითო ფრენაზე ერთი ხე დაირგვება. იქვე იქნება ნახშირბადის კალკულატორი და მომხმარებლებს შეეძლებათ მისი გამოყენებით გაარკვიონ გარემოზე მათი ფრენის რეალური გავლენა.
უფრო კონკრეტულად კი App in the Air-ის მეშვეობით ბილეთი დაჯავშნილი უნდა იყოს One Tree Planted პარტნიორობით. არაკომერციული ორგანიზაცია ადამიანებს საშუალებას აძლევს მთელი მსოფლოს მასშტაბით დარგონ ხეები.
App in the Air-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ინიციატივა არაა მოწოდება ფრენების ბოიკოტირებისკენ. მისი თქმით, ადამიანები აცნობიერებენ ავიარეისების გავლენას გარემოზე და კარგი იქნება, თუ მათი სახელით გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციის მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება.