თელ ავივის აეროპორტში ავიაკომპანია RwandaAir-ის კუთვნილი Boeing 737-ის ძრავს აფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავის ბორტზე 100-ზე მეტი მგზავრი იმყოფებიდა. ყველა მგზავრი ისრაელის მოქალაქე იყო.
თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტიდან რუანდას დედაქალაქის მიმართულებით ასრულებდა რეისს. როგორც ირკვევა ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავის მიერ სიჩქარის აკრეფისას, ძრავში აალება დაფიქსირდა.
საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მგზავრები დროულად გადმოსვეს თვითმფრინავიდან და ტერმინალში დააბრუნეს.