2023 წლის თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრს 221 806 მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობის 93%-ია, ხოლო 2022 წლის თებერვლის მონაცემებთან შედარებით, 40%-იანი ზრდაა. ამის შესახებ AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს.

კომპანიის ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის თებერვალში 22 039 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 12%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 54%-ით აღემატება.