მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023 საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.
ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან. 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან ერთად არის წარდგენილი. სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო ბილტმორ თბილისის გაყიდვების დირექტორი მარიამ ქუთათელაძე.