2019 წლის თებერვალში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,0 ათასი ტონა, რაც 4,5 ათასი ტონით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს (4,5 ათასი ტონა), აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს. მათივე განმარტებით, ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის თებერვლის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 4,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 47,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე – 2,4 ათასი ტონა (26,7%), თურქეთი – 2,3 ათასი ტონა (25,6%).