Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი მთავრობას TAV Georgia-სა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას სთხოვს. როგორც გაიაშვილმა განაცხადა, არსებული ხელშეკრულება გადასახედია.

“მთავრობას ვთხოვთ გადახედოს იმ ხელშეკრულებას, რომელიც გასაიდუმლოებულია, უნდა გასაჯაროვდეს ხელშეკრულების დეტალები, რომელიც TAV Georgia-სთან წინა მთავრობამ გააფორმა. ჩვენი აზრით, ეს არის კრიმინალური ხელშეკრულება,” – განაცხადა გაიაშვილმა.

მისი განმარტებით, TAV Georgia იმ აეროპორტებში, სადაც ოპერიორებს საკმაოდ მაღალ ტარიფებს აწესებს. “ისეთი მაღალი ტარიფებია, მასთან ევროკავშირის აეროპორტებიც ვერ მივლენ.”

თამაზ გაიაშვილი ხელისუფლებას სამთავრობო კომისიის შექმნასაც სთხოვს, რათა კომისიამ დაადგინოს რა მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს TAV Georgia. გაიაშვილი ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის მიერ გაცხადებული ინვესტიციების მოცულობაც, საუბნარია 180 მლნ დოლარზე ნდა განმარტავს, რომ ეს შესაძლოა სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.

როგორც ცნობილია, Georgian Airways-ს TAV Georgia-ს მიმართ 9 მლნ ლარის დავალიენბა აქვს. ამასთან დაკავშირებით გაიზაშვილი ამბობს, რომ დავალიანება კომპანიას ბოლო 1 წლის განმალობაში დაუგროვდა და ეს თანხა არ არის მომსახურების საფასური. გაიაშვილი განმარტავს, რომ ეს ის თანხაააა, რასაც აეროპორტი ავიაკომპანიას მგზავრის გატარების სანაცვლოდ სთხოვს. Georgian Airways-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ არ აპირებს ეს თანხა გადაიხადოს და არც იმას გამორიცხავს, რომ საქმე სასამართლომდეც მივიდეს.

ამავდროულად გაიაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს სააავიაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლის თხოვნით მიმართა. “კონკურენციის საააგენტოს რამდენჯერმე მივმართეთ და სიტყვიერად დაგვიდასტურეს რომ მოკვლევა დაწყებულია, თუმცა რეალური შედეგები არ გვაქვს”, – აცხადებს გაიაშვილი.