ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა 2022 წლის დასაწყისშიც შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 75% აღდგა.  2022 წლის თებერვალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 35,549 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის თებერვალი 47,573 მგზავრი).

პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. თებერვლის თვეში, აეროპორტში რეისების 108 % აღდგა და  170 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის თებერვალი – 157 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.

თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 75%-ით, რეისების რაოდენობა კი 108%-ით აღდგა