კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ სტატისტიკის თანახმად, წინა წელთან შედარებით, სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი შემცირებულია.
„ბოლო სტატისტიკით, სექტემბერში გვაქვს 17-პროცენტიანი კლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და 12-პროცენტიანი კლება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. აქვე გეტყვით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ცუდი სტატისტიკა გვაქვს. აგვისტოში იყო 20-პროცენტიანი კლება ბათუმში.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება და 2020 წელს უკვე უკეთესი ციფრები გვექნება და უფრო მეტი ტურისტი ეწვევა საქართველოს. მგზართნაკადის ასეთი შემცირება რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია რუსეთიდან ფრენების აკრძალვასთან და ვნახოთ, როგორ ჩავამთავრებთ წლევანდელ წელს.
ცხრა თვეს შევაჯამებ და გეტყვით, რომ ამ თვეების თვის მონაცემებით, ერთპროცენტიანი მატება გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ორპროცენტიანი მატება გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.
წყარო: 1TV.GE