Financial Times UK-ი საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი საიმონ უსბორნი მესტიაში 2022 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა. ვრცელ სტატიაში საიმონ უსბურნი საქართველოს სამთო კურორტებზე, გასტრონომიაზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე საუბრობს.
მესტიაში მოგზაურობის აღწერას Financial Times UK-ი ნატახტრის აეროდრომიდან იწყებს, „რომელიც შოკოლადის ქარხნის მოპირდაპირედ მდებარეობს“. სტატიის აღფრთოვანებით აღწერს სვანეთის მთებსა და ულამაზეს პეიზაჟებს.
Financial Times Uk-ის სტატიაში „ღრმა თოვლი, ხინკალი და ჰელი-სკი საქართველოში“ მოთხრობილია ორი ადგილობრივი მკვიდრის, მიშა და ალექსი მარგიანების ისტორია, რომლებიც ოცდაათ წელს გადაცილებული ძმები არიან.
„მესტია, შუა საუკუნეების მთის ქალაქი, მოთხილამურეების ახალი აღმოჩენილი ადგილი. რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების კოშკებით. ქალაქი სადაც არაუმეტეს 2000 ადამიანი ცხოვრობს, მდებარეობს სვანეთის რეგიონის ცენტრში, სადაც სვანები ცხოვრობენ. ისინი ამაყად იცავენ უძველეს კულტურას და ენას – და ევროპის ზოგიერთ უდიდეს მთას.
მესტია იმდენად ახალი სათხილამურო კურირტია, რომ ახალგაზრდას ეს სპორტი უსწავლია ხის თხილამურებზე, რომლებიც აღჭურვილი იყო ხარის ტყავის საკინძებით. ახლა ის ხელმძღვანელობს ჰელი-სკის მოთხილამურეების საერთაშორისო ჯგუფს. , – აღნიშნულია სტატიაში.
Financial Times Uk-ის ჟურნალისტი ქართულ გასტრონომიაზეც ამახვილებს ყურადღებას – მესტიის მომხიბლავი მოკირწყლული მთავარი ქუჩა, სავსეა რესტორნებით, რომლებიც სტუმრებს ძირითადად ქართულ სამზარეულოს სთავაზობს, მათ შორის მშვენიერი ხინკალი და ხაჭაპური, ყველით სავსე პური, – წერს გამოცემა.
„ქალაქის ყველა კუთხე ატარებს თავის კულტურულ მემკვიდრეობას. საგუშაგო კოშკები დაცულია და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მარგიანის ძველი მეურნეობის ნაწილია, ანუ მაჩუბი, აღდგენილია როგორც პატარა მუზეუმი. მესტიაში ერთი კვირა შემეძლო თხილამურების გარეშე გამეტარებინა. ერთ საღამოს შევიკრიბეთ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე და უმეტეს ღამეებს სხვადასხვა რესტორანში ვჭამდით. ჩემი ფავორიტი იყო ლუშნუ ქორი, დაბალ ხის სასადილო, სადაც ლუდის და ორთქლზე მოთუშული ხინკლის უწყვეტი ნაკადი ეშვებოდა ახალგაზრდა ადგილობრივი გიდების მაგიდებზე. ქალაქი სავსე იყო ენერგიისა და პოტენციალის გრძნობით. თხილამურების გასაქირავებელი პატარა ახალი მაღაზია, შიშველი ჩიპბორდის ფრონტით, იწყებდა მიწოდებას მთის დიდი თხილამურებით. სახელი ჯერ არ ჰქონდა შეძენილი. „შესაძლოა მომავალ წელს“, თქვა მაღაზიის მეპატრონემ, როცა რამდენიმე საკინძს ასწორებდა.“, – აღნიშნულია სტატიაში.
https://www.ft.com/content/e2241256-996f-4d74-b52b-3d5f6415787b