ტაქსის კომპანია “მაქსიმი” თბილისში ადგილების TOP-10-ს აქვეყნებს, სადაც ყველაზე ხშირად იძახებენ ტაქსს

კომპანიის ინფორმაციით, ამ მხრივ ყველაზე პოპულარული ადგილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტია. თბილისის მასშტაბით საერთო გამოძახებების 1%-ს სწორედ ამ მისამართზე მოდის. მეორე ადგილს ავტოსადგური “ოკრიბა” იკავებს – 0,65%-ით.

“თბილისი ცენტრალი” კი, გამოძახებების მიხედვით, მესამე ადგილზეა – 0,60%-ით. თითქმის ერთნაირი ვიზიტორები ყავთ “თბილისი მოლსა” და სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთს” – 0,25%-ი და 0,22 %-ი.

პოპულარულ ადგილებს შორის საუკეთესო ათეულში, ასევე, მოხვდა: მეტრო «ახმეტელი», მეტრო «ისანი», მეტრო «ვარკეთილი» და იუსტიციის სახლი.

მაშ ასე, “მაქსიმის” ვერსიით, თბილისში ყველაზე პოპულარული ადგილების რეიტინგი ასეთია:

1. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 1,00%

2. ავტოსადგური “ოკრიბა” – 0,65%

3. “თბილისი ცენტრალი” – 0,60%

4. “თბილისი მოლი” – 0,25%

5. მეტრო “ახმეტელი” – 0,24%

6. სავაჭრო ცენტრი “ისთ ფოინთი” – 0,22%

7. მეტრო «ვარკეთილი» – 0,20%

8. თბილისის ცენტრალური ავტოსადგური (ორთაჭალა) – 0,16%

9. მეტრო “ისანი” – 0,16%

10. თბილისის იუსტიციის სახლი — 0,15%

“რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და სავაჭრო ცენტრები, ტაქსით მგზავრობის პოპულარული მიმართულებებია, ვინაიდან, ხალხი, როგორც წესი, მგზავრობს ხელბარგით და სწორედ ეს იწვევს ტაქსის გამოძახებების საკმაოდ დიდ რაოდენობას”, განმარტავენ “მაქსიმში“.