თბილისმა ICAO-ს მარშრუტების განვითარების ჯგუფის RDGE/33 სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ნავიგაციის სფეროს ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს ახალი საჰაერო მარშრუტების დამატებისა და არსებული მარშრუტების მოდიფიკაციის საკითხები, ასევე თავისუფალი საჰაერო სივრცის (FRA) კონცეფციის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის გაუმჯობესებასა და GNSS/GPS სიგნალებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
RDGE არის ICAO-ს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საჰაერო სივრცის განვითარებასა და კოორდინაციაზე მუშაობს. ჯგუფის საქმიანობა მიზნად ისახავს საჰაერო მოძრაობის ეფექტიანობის ზრდას, ფრენის დროისა და საწვავის მოხმარების შემცირებას.
შეხვედრის ფარგლებში საქაერონავიგაციის საჰაერო სივრცის განვითარების განყოფილების უფროსი ევგენი თავაძე RDGE ჯგუფის ხელმძღვანელად მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს.