თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ბერლინში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში – ITB BERLIN 2024 მონაწილეობს.
საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს გამოფენაში მონაწილე მსხვილი ავიაკომპანიების პირველ პირებთან.
ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, კომპანიის სტენდზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ იმ სერვისების შესახებ, რომელთაც მათ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები სთავაზობს.
ITB BERLIN-ი წელს 400-ზე მეტ სპიკერსა და 24 ათასზე მეტ მონაწილეს აერთიანებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში გლობალური ტურიზმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.
მთავარი აეროპორტები ITB BERLIN 2024-ის ფარგლებში თეა ზაქარაძე საქართველოში ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებებს მართავს