თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის პირველადი სასწრაფო დახმარების პუნქტი გაიხსნა!
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, სამედიცინო პუნქტი უკვე ფუნქციონირებს და აეროპორტის სტუმრებს, მგზავრებსა და თანამშრომლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.
სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს:
პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა მგზავრებისთვის, როგორც თვითმფრინავში, ასევე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მგზავრთა კონსულტირება თვითმფრინავზე დაშვების სამედიცინო უკუჩვენებებზე.
- ექიმის კონსულტაცია;
- ელექტროკარდიოგრაფია – ეკგ;
- გლიკემის განსაზღვრა;
სამედიცინო მანიპულაციების სრული სპექტრი: ინტრამუსკულარული და ინტრავენური ინექცია, პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია, ინტრავენური ინფუზია და სხვა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: თბილისი – 032 2310 345; ბათუმი – 032 2800 816