საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა და მიმდინარე კვირის ბოლომდე კიდევ უფრო შემცირდება. მიზეზი კი COVID-19-ის გავრცელების პრევენციაა.
როგორც “საქმის კურსში” სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, კვირაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საშუალოდ 340 რეგულარული რეისი უნდა განხორციელებულიყო, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე კვირისთვის 98 რეისამდე შემცირდა.
“როდესაც ზამთრის სანავიგაციო პერიოდის განრიგი დავამტკიცეთ, გვქონდა მოლოდინი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში საშუალო 340 ფრენა გვექნებოდა. დღევანდელი, ანუ ამ კვირის სეგმენტი შემცირებულია 95-98 ფრენამდე. სამწუხაროდ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი ამ დროის მონაცემებით ეტაპობრივად გვრჩება ერთი მიმართულება. (ბუდაპეშტი – რედ). იგივე ვითარებაა ბათუმზეც, სადაც კვირის ბოლოდან გვრჩება მხოლოდ ერთი მიმართულება და ესაა მინსკის მიმართულება”, განაცხადა ლევან კარანაძემ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში 16 მარტს დაგეგმილი რეისების შესახებ, განახლებული ინფორმაციის მოძიება შეგიძიათ აქ: