თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia, მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით, აეროპორტების ინფრასტრუქტურის მუდმივ გაუმჯობესებაში ინვესტირებას განაგრძობს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდის ხელშესაწყობად და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შესამცირებლად, მთლიანად შეიცვალა და მოდერნიზდა სასაზღვრო ჯიხურები.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების სივრცეში განთავსდა 10 ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხური. პროექტის შედეგად, 8 მეტრით გაიზარდა საპასპორტი კონტროლის სივრცის სიგრძე, ხოლო ფართობი – 240 კვადრატული მეტრით და ჯამში 510 კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთნაკადის გამტარობას.

პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 350 ათას ლარს აჭარბებს.