თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მეორედ, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს პირველად ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატი მიენიჭათ.

✅

აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერთიფიკატი, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაიცემა.

✅

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI), აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის პროგრამა ადასტურებს, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ACI-სა და ICAO-ს რეკომენდაციებით, უზრუნველყოფენ მგზავრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.