პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დეკემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 51% აღდგა.  2021 წლის დეკემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42,077 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის დეკემბერი 82,551 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. დეკემბრის თვეში, აეროპორტში რეისების 63% აღდგა და მოემსახურა 181 რეისს. ( 2019 წლის დეკემბერი – 289 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.