თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მომსახურების ხარისხის პროგრამის კოვიდ უსაფრთხოების და ჰიგიენის კატეგორიაში (ASQ) პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად აღნიშნული ჯილდო TAV-ის მიერ მართვად კიდევ 4 აეროპორტს გადასცეს.

ACI World-ის „სააეროპორტო მომსახურების ხარისხის (ASQ) პროგრამა საშუალებას აძლევს მგზავრებს დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის და გაუჯობესების მიზნით.

“ვულოცავ TAV Airports-ს წარმატებას „სააეროპორტო მომსახურების ხარისხის“ დაჯილდოებაში, რაც ყველაზე მაღალი აღიარებაა აეროპორტის ოპერატორებისთვის. მომხმარებლებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულება და აღიარეს TAV Airports-ის გუნდის წარმატებული ძალისხმევა პანდემიის დროს შექმნილ ძალიან რთულ ვითარებაში მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად”, – აცხადებს ACI World-ის გენერალური დირექტორი ფელიპე დე ოლივეირა.