თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი ავიამიმართულება კვლავინდებურად სტამბოლია. იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 9 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა სტამბოლის მიმართულებაზე 0,5 მლნ-მდე მგზავრი გაატარა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიადან” გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თბილისიდან ყველაზე პოპულარული, პირდაპირი, ავიამიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე სტამბოლი, ხოლო მეორე პოზიციაზეა მოსკოვი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ დაწესებული ავიამბარგოს გამო საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივნისიდან შეწყდა, საერთო რეიტინგში მოსკოვის მიმართულება მაინც “საპატიო” ადგილზეა და რომ არა ემბარგო ის 2019 წლის ბოლოს, სავარაუდოდ ნომერ პირველი მიმართულებად დაფიქსირდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მოთხოვნადი, პირდაპირი ავიამიმართულებების რეიტინგშია ასევე რუსეთის ქალაქი სანკტ-პეტერბურგი.

ყველაზე მოთხოვნადი TOP-5 პირდაპირი ავია მიმართულებებია ასევე, კიევი და თელ ავივი.

“ტავ ჯორჯიას” სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბრში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ათეული ასეთია:

1    სტამბოლი / თურქეთი    
2    მოსკოვი / რუსეთი   
3    კიევი / უკრაინა    
4    თელ ავივი / ისრაელი  
5    დუბაი  / არაბეთის გაერთიანებული საემიროები
6    თეირანი / არაბეთის გაერთიანებული საემიროები  
8    სანკტ-პეტერბურგი / რუსეთი  
9    დოჰა / კატარი   
10   ბაქო / აზერბაიჯანი 

რაც შეეხება 2018 წლის სტატისტიკას, ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი ავიამიმართულება მოსკოვი იყო. მეორე ადგილს კი სტამბოლი იკავებდა.


1    მოსკოვი / რუსეთი
2    სტამბოლი / თურქეთი
3    თეირანი / ირანი
4    კიევი / უკრაინა
5    დუბაი / არაბეთის გაერთიანებული საემიროები
6    თელ ავივი / ისრაელი
7    სანკტ-პეტერბურგი / რუსეთი
8    სარჟა / არაბეთის გაერთიანებული საემიროები
9    დოჰა / კატარაი
10  როსტოვი / რუსეთი