თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის 31%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, 2024 წლის იანვარ-აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 278 328 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 975 854 მგზავრს.
რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქ მგზავრთნაკა 34%-იან ზრდას აჩვენებს. TAV Georgia-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 162 602 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის 4 თვეში კი 121 237 მგზავრს.
აპრილის მაჩვენებლებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 39%-ით, ხოლო ბათუმში 35%-ით.
2024 წლის აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 364 392 მგზავრს, ბათუმი კი 59 408 მგზავრს მოემსახურა.