არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Flydubai ბათუმის მიმართულებით სეზონურ ფრენებს იწყებს. ავიაკომპანია დუბაიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 14 ივნისიდან განაახლებს და დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 4 სიხშირით გეგმავს. ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

Flydubai ბათუმის მიმართულებით ფრენებს 1-ელ სექტემბრამდე განახორციელებს.