თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულება კვლავინდებურად სტამბოლია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის მაჩვენებლებით, პირდაპირი ავიარეისების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი მგზავრთნაკადი სტამბოლზე დაფიქსირდა. აღნიშნული მარშრუტით 2018 წელს სულ 587 ათას 221 მგზავრმა ისარგებლა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, სტამბოლის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მოსკოვია. აღნიშნული მარშრუტით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით სულ 500 ათას 77 მგზავრმა ისარგებლა.

მესამე პოზიციაზეა თეირანი. თბილისი-თეირანის მარშრუტით 2018 წელს 338 ათას 475 მგზავრი გადაადგილდა.

2018 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ლიდერობენ შემდეგ მიმართულებები:

TOP-10

  1. სტამბოლი
  2. მოსკოვი
  3. თეირანი
  4. კიევი
  5. დუბაი
  6. თელ ავივი
  7. სანკტ პეტერბურგი
  8. შარჯა
  9. დოჰა
  10. როსტოვი