თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახური ფრენების შესახებ მგზავრების ინფორმირებას ცხელი ხაზის მეშვეობით 24 საათის განმავლობაში ახორციელებს. 

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia-ში ამბობენ, რომ აეროპორტის მორიგე უფროსები კვლავ აგრძელებენ ტერმინალის ოპერირების ზედამხედველობასა და სამსახურების კოორდინაციას. ისინი ასევე უზრუნველყოფენ რეგისტრაციის დროს მგზავრებს შორის სავალდებულო დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ.

“თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად TAV Georgia-ში მომუშავე 1400-მდე თანამშრომელი სხვადასხვა ცვლაში მუშაობს. თუ ადრე თბილისის აეროპორტს დღეში 550-მდე პირი ემსახურებოდა დღეს ეს რიცხვი 120 – თანამშრომლამდეა შემცირებული”. ამბობს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძე.

უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას აეროპორტის აეროდრომის სამსახურიც. 2017 წლის ნოემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომი სახანძრო დაცვის დონის მეცხრე კატეგორიაზე გადავიდა. შესაბამისად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მათთვის საველე სამაშველო სამუშაოების წარმოებას დამატებით ახალი ტექნიკითა და თანამშრომელთა გაზრდილი რაოდენობით უზრუნველყოფს.