მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გატარება თავისუფლად მოხდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიაზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და ახლა მის ტექნიკურ ნაწილზე მიდის მუშაობა.
„აეროპორტების განვითარების სტრატეგიამ გვიჩვენა ის, რომ შემდეგი 10 წელი დიდი პრობელმა არ გვექნება, განსაკუთრებით თბილისში. თბილისის აეროპორტი აიტანს იმ ზრდას, რომელიც იქნება. ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ. მაგრამ აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია გასაკეთებელია. ის პრაქტიკულად გაკეთებულია და ახლა ექსპერტების მიერ ტექნიკური დეტალიზაციის ფაზაშია. თუ რა აეროპორტი უნდა განვავითაროთ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უნდა ვემუშაოთ ჩვენი აეროპორტების ოპერატორებს. შემდეგი 5-10 წელი პრაქტიკულად არ ვართ შეზღუდულები ჩვენი აეროპორტების გამტარუნარიანობაში“, აღნიშნა გიორგი ქობულიამ.