ბერლინში აეროპორტ “ბრანდერბურგის” მშენებლობა 13 წელია გრძელდება. პირველადი გეგმის მიხედვით, აეროპორტი ჯერ კიდევ 5 წლის წინ უნდა გახსნილიყო. თუმცა მშენებლები პროექტის დასრულების ვადას ხშირად ცვლიდნენ. ამჯერად მშენებარე აეროპორტის მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ აეროპორტის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.

დღეისათვის “ბერლინ-ბრანდერბურგი” წარმოადგენს უზარმაზარ სამშენებლო მოედანს. ცოტახნის ტერმინალ ერთზე უკან ხანძრის უსაფრთხოების მხრივ გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, რითაც აეროპორტის მშენებლობის დათქმულ ვადაში დასრულება კითხვის ქვეშ დადგა,

გერმანიის ტექნიკური უსაფრთხოების ასოციაცია TUV-მა დაფიქსირებული ხარვეზის ფონზე, ეჭვობს, რომ  2020 წლისთვის აეროპორტის ექსპლუატაციაში გაშვება შესაძლოა ვერ მოხერხდეს. თუმცა მშენებლებს იმედი აქვთ, რომ TUV ინსპექტირებას მალე დაიწყებს და დაფიქსირებული ხარვეზის დროულად აღმოფხვრა მოხერხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში აეროპორტის გახსნის თარიღი ისევ კითხვის ქვეშ დადგება.

ბერლინ-ბრანდერბურგის” გახსნის შემდეგ, ის დატვირთულობის მხრივ გერმანიაში რიგით მესამე იქნება.

პირველ ეტაპზე ის 28 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს, ხოლო 2035 წლისთვის კი აეროპორტი 58 მლნ მგზავრს მიიღებს.

ამ დროისათვის, ბერლინში ორი კომერციული აეროპორტია. ტეგელის საერთაშორისო აეროპორტი (TXL) და შენეფელდის საერთაშორისო აეროპორტი (SXF). შენეფელდი, როგორც წესი, იაფფასიანი ავიაციის პოლიტიკას ატარებს და ბერლინის სამხრეთ საზღვრებს გარეთ, ბრანდენბურგის მხარეში მდებარეობს.

დანარჩენი 2 აეროპორტი ქალაქის ფარგლებშია.