რუსული პორტალის Tutu.ru -ს სპეციალისტებმა საიტზე ბილეთების ყიდვისა და ჯავშნების მაჩვენებლები გაანალიზეს, რომელიც 2019 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში მოგზაურობას ითვალისწინებს. მიღებული მონაცემები შეადარეს 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებსაც. კვლევამ აჩვენა, რომ უკვე მეორე წელია Tutu.ru -ს კლიენტებისათვის ნომერ პირველი საზაფხულო მიმართულება საქართველოა. რეიტინგში მეორე ადგილზეა მონტენეგრო, ხოლო მესამეზე –  ესპანეთი.

გასული წლის მონაცემებით კი Tutu.ru -ს კლიენტებმა საზაფხულო დასვენებისათვის საქართველოს, მოლდოვასა და მონტენეგროს მიანიჭეს უპირატესობა.