თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით Georgian Wings-ი ბოინგ 737-300-ით იწყებს ფრენებს
Georgian Wings-ი, რომელიც თბილისი-ბაქო-თბილისის საჰაერო ხაზზე 5 სექტემბრიდან ასრულებს რეგულარულ ფრენებს და მგზავრებს ფრანგულ-იტალიური წარმოების 70 მგზავრზე გათვლილი საჰაერო ხომალდით ემსახურება, 2023 წლის 11 დეკემბრიდან, ავიაკომპანია მგზავრებს 148 მგზავრზე გათვლილი Boeing 737-300-ით მოემსახურება.
,,ავიაკომპანიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოდგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამგზავრო რეგულარული ფრენების განხორციელება. საავიაციო ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, Georgian Wings-მა მიიღო გადაწყვეტილება თბილისი-ბაქო-თბილსის მიმართულებით, ოპერირება განაგრძოს Boeing 737-300-ის ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთი განხორციელებული ფრენით მოვახდინოთ 148 მგზავრის საჰაერო გზით ტრანსპორტირება, შევთავაზოთ მგზავრს ხანმოკლე და ეფექტური ფრენის დრო და საუკეთესო სერვისის მიწოდება ბორტზე“- ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ქორთოშიძე.
ფრენის განმავლობაში Georgian Wings-ი მგზვრებს უმასპინძლდება Sheraton Grand Tbilsi Metechi Palas-ის მიერ მომზადებული კვებით და გამაგრილებელი/ცხელი სასმელებით.
Georgian Wings-ი 2024 წლიდან სამ ახალ საერთაშორისო მიმართულებას ამატებს. ავიაკომპანია თბილისი-ტაშკენტი-თბილისის და თბილისი-კიშინეუ-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს განახორციელებს, თბილისი-აქტაუ-თბილისის მიმართულებით, კი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს, ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირა დღეს. აღნიშნულ ავიარეისებზე მგზავრებს Georgian Wings-ი ბოინგ 737-300-ით მოემსახურება. ფრენებს ავიაკომპანია თბილისიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით შესთავაზებს მგზავრებს.
ფრენის დროს მეტი კომფორტის შესაქმნელად, ტრანზიტული გზით მოგზაურობისთვის, ერთიანი ავიაბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი.
• Georgian Wings- ი მგზავრებს სთავაზობს:
• საქართველოს შიდა და საერთაშორისო ფრენებს
• ფრენების მოსახერხებელ განრიგს
• ტარიფების არჩევანს (ხელბარგი და სრული ბარგი)
• კვებას ფრენის დროს – უფასო გამაგრილებელი სასმელები და სენდვიჩების მენიუ საერთაშორისო ფრენებზე
• ოთხფეხა მეგობრები საჰაერო ხომალდზე
• ზენორმატიულ ბარგს (სპორტული აღჭურვილობა, მუსიკალური ინსტრუმენტები)
თბილისი- ბაქო- თბილისის მიმართულებით ფრენები ხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირა დღეს.
Georgian Wings-ის შიდა თუ საერთაშორისო რეისებზე ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით https://georgianwings.com/ , ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.